სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ბრალდებით "სპეციალური სერვისების" დირექტორი დააკავეს - კვირის პალიტრა

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ბრალდებით "სპეციალური სერვისების" დირექტორი დააკავეს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ბრალდებით ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორი გ.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორ გ.გ.-ს მიერ, ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა, 250 086 ლარის ოდენობით. სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" კომპლექსური საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.გ.-ს ხელმძღვანელობით ააიპ "სპეციალური სერვისების“ მიერ სამუშაოები შესრულებულია პროექტის გარეშე, უხარისხოდ და საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი.

"ინტერპრესნიუსი"