ზაალ ლატარიას ბრალი წარედგინა - კვირის პალიტრა

ზაალ ლატარიას ბრალი წარედგინა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ზაალ ლატარიას მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა. ამის შესახებ ლატარიას ახალმა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იგი დაკავებულის მონახულებას ხვალ, დილით აპირებს და დამატებით კომენტარებს მასთან გასაუბრების შემდეგ გააკეთებს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"