ლადო ბედუკაძე: "გამოვიდეს გვარამია, სადაც უნდა, გავუნგრევ თავ-ყბას - დიახაც, ვემუქრები" - კვირის პალიტრა

ლადო ბედუკაძე: "გამოვიდეს გვარამია, სადაც უნდა, გავუნგრევ თავ-ყბას - დიახაც, ვემუქრები"

ციხის კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე, პოლიციამ განმეორებით განხორციელებული თავდასხმისთვის გვიან ღამით გამოკითხა.

ბედუკაძეს გამომძიებლები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმ ინცინდენტისთვის კითხავდნენ, რომელიც მას „ინტერპრესნიუსის“ და „პალიტრანიუსის“ მიერ ინტერვიუს ჩაწერის დროს შეემთხვა, როცა მას უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა.

ბედუკაძე თავდასხმათა სერიის გაგრძელებას არ გამორიცხავს და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრობას“ აკისრებს.

"ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. სხვა მტერი ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ. წამებული დედა, სამი წელია ჩივისო, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს. მომიკითხეთ გვარამია, გამოვიდეს სადაც უნდა, გავუნგრევ თავ-ყბას. დიახაც, ვემუქრები“, - განაცხადა ბედუკაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლადო ბედუკაძეს რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან ორჯერ დაესხნენ თავს. პირველად ის ნაცემი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ როცა ბედუკაძე „ინტერპრესნიუსს“ და „პალიტრანიუსს“ ინტერვიუს აძლევდა, ბედუკაძეს მოქალაქემ სანთებელა ესროლა.