ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების საქმეზე დაკავებულ ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

ბრალდების მხარემ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ზაალ ლატარიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ზაალ ლატარია სამართალდამცველებმა ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.

"ინტერპრესნიუსი"