ქუთაისში მეან-გინეკოლოგი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - ამოღებულია "მორფინის" შემცველი ამპულები - კვირის პალიტრა

ქუთაისში მეან-გინეკოლოგი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - ამოღებულია "მორფინის" შემცველი ამპულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1969 წელს დაბადებული შ. თ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, შ.თ.-ს პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება "მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაკავებული პირი ექიმი, მეან-გინეკოლოგი შმაგი თვალავაძეა. იგი კლინიკა "ბომონდის" თანამშრომელი იყო, სადაც ექიმის დაკავების ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

წყარო