როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს ადვოკატი?

თავზე აქვს მთავარი გამოკვლევები ჩასატარებელი, როგორც გადმოცემით ვიცი, ყველაზე მეტად ამ მიმართულებით შიშობენ ექიმები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

მისი თქმით, მათ ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ, ვინაიდან კვლევები არ დასრულებულა. ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზს კვლევები თავის ტვინსა და გულზე უტარდება.

"არაფერს გვეუბნებიან, თუ რა მდგომარეობაშია. მას გამოკვლევები უტარდება გულთან დაკავშირებით. იმედია, არ იქნება მძიმე მდგომარეობა. მაგრამ ზოგადად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის რომ ამ ხნის განმავლობაში ექიმები პასუხს არ გვეუბნებიან, დამაფიქრებელია. თავზე აქვს მთავარი გამოკვლევები, რადგან როგორც გადმოცემით ვიცი, ყველაზე მეტად ამ მიმართულებით შიშობენ", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

"ინტერპრესნიუსი"