აჭარაში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

აჭარაში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

აჭარაში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ 1990 წელს დაბადებული მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფრომაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 8 წლის გოგონას დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აჭარაში ერთ-ერთ სასტუმროში, სასტუმროს მეპატრონემ 8 წლის გოგონას მიმართ რამდენჯერმე სცადა გარყვნილი ქმედება.

ფაქტთან დაკავშირებით, საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სოციალური სააგენტოს თანამშრომლები.

"ინტერპრესნიუსი"