ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა - ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა - ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

შემთხევა გუშინ, გვიან მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ქვეითი დაშავდა, ხოლო მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"