ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღიდან ერთი ტყვია სა­ხეში ესროლეს - ვინ არის ვერცხლის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი? - კვირის პალიტრა

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღიდან ერთი ტყვია სა­ხეში ესროლეს - ვინ არის ვერცხლის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი?

რამდენიმე საათის წინ, დანაშაული მოხდა თბილისის ცენტრში, სადაც ვერცხლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით შუა ხნის მამაკაცი მოკლეს. მომხდარის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლული  50 წლის ზვიად ჯაფარიძეა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია სახეში ესროლეს. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გასროლა ავტომობილიდან მოხდა. რუხი "ფოლცვაგენი" რომლითაც თავდასხმელები მოძრაობდნენ, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ნახა.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძეს, როგორც ირკვევა, მოკლული წარსულში ნასამართლევი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი გარდაცვლილს არ იცნობდნენ. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.