შსს-მ პატრულ-ინსპექტორი დააკავა - კვირის პალიტრა

შსს-მ პატრულ-ინსპექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულ-ინსპექტორი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს - პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ.ჩ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"