"ამბობენ ერთმანეთს ესროლესო, მაგრამ..." - რა მოხდა ლანჩხუთში, სადაც დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა? - კვირის პალიტრა

"ამბობენ ერთმანეთს ესროლესო, მაგრამ..." - რა მოხდა ლანჩხუთში, სადაც დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა?

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაჭრილი 50 წლის მამაკაცი ფოთის ჰოსპიტალში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

მას ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით ჰქონდა მიყენებული. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია კიდევ ერთი შუახნის მამაკაცი, რომელიც მრავლობითი ჭრილობებით ლანჩხუთის კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გარდაცვლილი და დაჭრილი მამაკაცები მეზობლები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილის ახლობლის თქმით, ისინი კარგი მეზობლები იყვნენ და მათ კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ.

„კარგი მეზობლები იყვნენ. კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ. შემთხვევა დაჭრილი მამაკაცის, გია ტუღუშის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. გასროლის ხმა გავიგე. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ერთმანეთს ესროლეს, მაგრამ ამ ვერსიას გამოვრიცხავ,“ - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი.

ინციდენტში მონაწილე პირთა ახლობლების თქმით, საქმეში მესამე პირი ფიგურირებს, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"