ირინა ონაშვილი დამხმარე ქალმა გაქურდა - წაღებულია 10 000 ლარზე მეტი ღირებულების სამკაულები
ირინა ონაშვილი დამხმარე ქალმა გაქურდა - წაღებულია 10 000 ლარზე მეტი ღირებულების სამკაულები
სამართალდამცავებმა "მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ქალი დააკავეს. დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა.

საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავად ირინა ონაშვილმა განუცხადა, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა.

ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.

"დიდი მადლობელი ვარ ჩვენი პოლიციის, რომლებმაც ძალიან სწრაფად გამოიძიეს ეს საქმე. ფაქტი ოქტომბერში მოხდა, უბრალოდ გვიან განვაცხადე. განცხადების დაწერიდან ბევრი დრო არც გასულა. ის
ჩემთან არც ისე დიდი ხანი მუშაობდა", - განაცხადა ონაშვილმა.

ბრალდებულ ქალს იურიდიული დახმარების ბიუროდან იცავს ადვოკატი, რომელიც ბრალდებულის ოჯახის წევრების თხოვნით, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ქურდობას, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ
დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილს დიდი ოდენობით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულ ქალს, რომელიც 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (1)
23 თებერვალი 2019 02:10
Nu ra mohda mere, vis ar mosvlia :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?