სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე, სადაც თბილისის ძველ უბანში ტურისტებზე თავდასხმაა ასახული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"ამ ფაქტზე შეტყობინება არ შემოსულა და გამოძიება გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დაიწყო", – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, რადგანაც ფაქტის შესახებ შეტყობინება შესული არ არის, დამნაშავე პირთა იდენტიფიცირება ვიდეოს საფუძველზე მოხდება.

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც თბილისის ერთ–ერთ ძველ უბანში გარკვეული პირები ტურისტებისთვის პირადი ნივთების წართმევას ცდილობენ.

"ინტერპრესნიუსი"