"მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს..." - რა მიმართვას ავრცელებს ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული გოგონა - კვირის პალიტრა

"მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს..." - რა მიმართვას ავრცელებს ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული გოგონა

გოგო, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამო დააკავეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ანი აროშიძის ღია წერილს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

"მე ანი აროშიძე ვარ, 19 წლის.

31 იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე, ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს. მამაჩემი ამ "ოპერაციიდან" ხუთ დღეში გარდაიცვალა.

მე არ ვაბრალებ მამას სიკვდილს პოლიციელებს, მაგრამ მე ბრალს ვდებ ქართულ სახელმწიფოს იმაში, რომ მამაჩემს საკუთარი შვილის მომავალზე დარდი საფლავში ჩააყოლეს. მე ახლაც ბრალდებული ვარ და სასამართლოს ველოდები.

მოგიყვებით, რა გადამხდა თავს.

პოლიციელები სახლში რომ შემოგვივარდნენ, სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ის მოატყუეს, უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ პოლიციაში და მალევე გამომიშვებდნენ სახლში. ასე აღმოვჩნდი ციხეში.

ლოგინად ჩავარდნილი მამასთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი.

ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა. იხილეთ სრულად