"მთელი ჩხოროწყუ გლოვობს... 3 მცირეწლოვანი გოგონა ობლად დატოვა" - ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგახარეში ავარიის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვლილი ადგილობრივი პაატა ბებიაა, რომელსაც მეუღლე და სამი შვილი დარჩა. შემთხვევა სოფელში გუშინ მოხდა - ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარია საკმაოდ ძლიერი იყო და ერთ-ერთ ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
გარდაცვლილის ახლობლები "ფეისბუქზე" ავარიის ფოტოს აქვეყნებენ და წერენ, რომ მეორე მანქანაში საჭესთან სავარაუდოდ სასულიერო პირი იჯდა:
"ღამე, რომელიც ტრაგედიად იქცა ოჯახებისთვის... რატომ? რისთვის? მოძღვარი, რომელიც მაგალითი უნდა ყველასთვის, ნასვამი დაიარება მანქანით, ღუპავს უდანაშაულო ადამიანების ოჯახებს... მღვდელი უნდა იყო მოწოდებით და არა " სტატუსით", რაც რწმენას უკარგავს ადამიანებს ეკლესიისადმი.... ან რით ვერ გაიგო ჩვენმა ხალხმა, რომ საჭესთან არ უნდა დაჯდნენ ნასვამი?!" - წერს ირმა გახარია, რომელიც დაღუპულის ნათესავია. გაგრძელება