"ამ პერიოდში გამოვსწორდი, თუმცა თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, ვიჯდები" - კვირის პალიტრა

"ამ პერიოდში გამოვსწორდი, თუმცა თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, ვიჯდები"

თუ საზოგადოებისთვის საჭიროა მე ვიჯდები, არ არის პრობლემა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მოსამართლე მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდა რა დროსაც მხარეებმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. პროკურატურამ მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

დაცვის მხარემ კი, მირზა სუბელიანისთვის აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაოს 5 ათასი ლარის გამოყენება და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება შესთავაზა სასამართლოს.

საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა მირზა სუბელიანმა.

„თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, მე ვიჯდები. არ არის პრობლემა. ამ პერიოდში გამოვსწორდი", - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

ამჟამად მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.

"ინტერპრესნიუსი"