თბილისში "ლიბერთი ბანკის" კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

თბილისში "ლიბერთი ბანკის" კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკის" კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ყაზბეგის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალიც დააყაჩაღეს.

"ინტერპრესნიუსი"