სასჯელაღსრულების სამინისტროდან 190 თანამშრომელი გაუშვეს - კვირის პალიტრა

სასჯელაღსრულების სამინისტროდან 190 თანამშრომელი გაუშვეს

სასჯელაღსრულების სამინისტროდან რეორგანიზაციის შედეგად, 190 თანამშრომელი დაითხოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, 2019 წლის 15 იანვარს რეორგანიზაციის პროცესის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მიეწოდა თითოეულ თანამშრომელს, ვისაც ეხებოდა რეორგანიზაცია. პროცესი შეეხო როგორც სამოქალაქო დანაყოფს, ასევე სპეციალური დანაყოფის ერთ ნაწილს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც 22 თებერვალს დასრულდა, შტატით გათვალისწინებული 4 070 პოზიციიდან 190 თანამშრომელი გათავისუფლდა, რომელთაც კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგო კანონით დადგენილი წესით მიეცემათ. გაგრძელება