"ჩცდ-ს" მსახიობ ანი ჩირაძეს პატრულის შეურაცხყოფას ედავებიან - "ჩიკა" სასამართლოში - კვირის პალიტრა

"ჩცდ-ს" მსახიობ ანი ჩირაძეს პატრულის შეურაცხყოფას ედავებიან - "ჩიკა" სასამართლოში

თბილისის საქლაქო სასამართლოში ამ წუთებში, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ ანი ჩირაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.

თავის მხრივ, მსახიობმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს და რომ "მეგობარს მოყვა".

"ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

იხილეთ ასევე: "ჩცდ"-ს "ჩიკა" პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 1200 ლარით დააჯარიმეს

"ინტერპრესნიუსი"