"ჩცდ"-ს "ჩიკა" პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 1200 ლარით დააჯარიმეს - კვირის პალიტრა

"ჩცდ"-ს "ჩიკა" პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 1200 ლარით დააჯარიმეს

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მსახიობი 1 200 ლარით დააჯარიმეს.

თუ კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ უცნობია, თუმცა ერთ-ერთი პირის განცხადებით, ჩირაძემ პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფებოდა ის სასამართლოში, თავად მსახიობმა განაცხადა, რომ კომენტარის გაეთება არ სურდა და რომ "მეგობარს მოყვა".

საქმეზე შსს კომენტარს არ აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"