"როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს" - კვირის პალიტრა

"როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს"

როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს. მთლიანად დალურჯებული ვიყავი ტანზე, ფეხებზე, არაადეკვატური იყო შსს-ს სპეცოპერაცია, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა.

აღნიშნულით, მან მოსამართლის კითხვას უპასუხა, ჰქონდა თუ არა დაკავებისას მისი უფლებების დარღვევას ადგილი. კუპრავამ თავის განცხადებაში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმესა და დაკავების ფორმებზე ისაუბრა.

"ბრიფინგი ჩავატარე მეგობრებთან ერთად და განვაცხადე, რომ არსად ვიმალებოდი. მიუხედავად ამისა, დაკავების მომენტამდე, არც გამომძიებელს, არც პროკურორს დაურეკავს. 24 რიცხვში ჩემი აყვანის სპეცოპერაცია ჩატარდა. თუმცა, ამის საჭიროება არ არსებობდა.

ძალისმიერი გაყვანა ჩემი სამუშაო ოფისიდან საჭირო არ იყო. არავის ჩემთვის არ დაურეკავს და არ უთქვამს, რომ აღკვეთი შეცვლილი მქონდა. ეს პროკურორისგან ტელევიზიით მოვისმინე, მაგრამ აღკვეთი რომ შემეცვალა, ხომ შეიძლებოდა ეთქვათ?! როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს. მთლიანად დალურჯებული ვიყავი ტანზე, ფეხებზე, როგორც ვიცი მეუღლესაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ქართული მართლმსაჯულების სინდიდის პატიმარი ვარ", - განაცხადა კუპრავამ.

დღევანდელ სხდომაზე კუპრავას მიმართ წაყენებული ახალი ბრალის საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა დაინიშნოს. ამჟამად სწორედ შესაბამისი შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"