სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში - დაკავებულია 20-მდე პირი - კვირის პალიტრა

სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში - დაკავებულია 20-მდე პირი

არსებული ინფორმაცით, ფოთსა და სენაკში დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე პირია დაკავებული. დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

"ძირითადად სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. აყვანილია 20-მდე პირი“, - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

მისივე ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის არიან დაკავებული.

დაკავებულებს ადვოკატები ჯერჯერობით, არ შეხვედრიან.

"ინტერპრესნიუსი"