ავარია აბაშაში - დაშავებულია 10 ადამიანი - კვირის პალიტრა

ავარია აბაშაში - დაშავებულია 10 ადამიანი

აბაშაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

შს სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"