შსს ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებს - კვირის პალიტრა

შსს ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციისას სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციის დროს სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უწყება ინფორმაციას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას ფოთსა და სენაკში 20-მდე პირია დაკავებული.

"ძირითადად სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. აყვანილია 20-მდე პირი", - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

მისივე ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის არიან დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"