"ნა­სა­მარ­თლე­ვია, მაგ­რამ მაშინ რა მოხ­და არა­ვინ იცის" - ვინ არიან "კანონიერ ქურდებთან" კავშირის ბრალდებით დაკავებულები? - კვირის პალიტრა

"ნა­სა­მარ­თლე­ვია, მაგ­რამ მაშინ რა მოხ­და არა­ვინ იცის" - ვინ არიან "კანონიერ ქურდებთან" კავშირის ბრალდებით დაკავებულები?

სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 42 წლის ირაკლი ჩხენკელი; ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 40 წლის მანუჩარ გაბუნია და 41 წლის მამუკა ლაგვილავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად "ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (ზედმეტსახელად "როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ "ლავას ოღლისთან" და..." - შსს სენაკსა და ფოთში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს