ბათუმში ორი პირი დაჭრეს
ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას ორი პირი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. ორივე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"