ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტზე ხუთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტზე ხუთი პირი დააკავეს

ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი დააკავა. მათ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლით ედავება: სსკ-ის 117 მუხლით ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებას, სსკ-ის 236-ე მუხლით ცეცხლსასროლი იარაღის მართლ-საწინააღმდეგო შეძენა შენახვითა და სსკ-ის 239-ე მუხლით იარაღით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7-წლამდე ვადით ემუქრება.

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, პაციენტების მნახველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს ორი ადამიანი ცივი იარაღით დაიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებისას სულ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარება შედარებით მძიმეა. მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დაშავებულ ოთხ პირს, ექიმების ინფორმაციით, მათ ადგილზე გაეწიათ პირველადი დახმარება.

"ინტერპრესნიუსი"