წავკისი-თბილისის გზაზე ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

წავკისი-თბილისის გზაზე ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

წავკისი-თბილისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად, მანქანაში მსხდომი 18, 20 და 23 წლის ახალგაზრდები ადგილზე გარდაიცვალნენ.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

"ინტერპრესნიუსი"