ვინ არის ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელიც კიევში ქურდული "სხადნიაკისას" დააკავეს? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელიც კიევში ქურდული "სხადნიაკისას" დააკავეს?

უკრაინის დედაქალაქში სამართალდამცველებმა, სპეცდანიშნულების რაზმის დახმარებით, "კრიმინალური ავტორიტეტები" შეკრებისას დააკავეს.

ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოდან ავრცელებენ. დაკავებულებს შორის არის 45 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი, რომელსაც ლაშა სვანის სახელით იცნობენ.

სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სპეცოპერაცია კიევის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ჩატარდა.

როგორცირკვევა,  ლაშა ჯაჭვლიანი "კანონიერ ქურდად"  1985 წელს მონათლეს. რესტორანში შეკრებას, სადაც გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, სწორედ ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.

"შეკრებას ქართველი "კანონიერი ქურდი" ლაშა ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ავტორიტეტად 1985 წელს მონათლეს. ამ შეკრებით ჯაჭვლიანი ცდილობდა ურთიერთობა დაელაგებინა სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან და ასევე, ბინის ქურდების "კურატორი" გამხდარიყო", - ნათქვამია სამართალდამცავთა ოფიციალურ განცხადებაში.

ჯაჭვლიანი 1973 წლის 16 აპრილს ოჩამჩირეში დაიბადა. დღეს უკრაინაში ის ერთ-ერთ ყველაზე "ავტორიტეტულ ქურდად" მიიჩნევა.

იხილეთ ასევე: პუტინმა ე.წ. კანონიერ ქურდებს ომი გამოუცხადა - რა ემუქრებათ "კრიმინალურ ავტორიტეტებს"