"ისმოდა სროლის ხმა. დაცხრილულია საპატრულო პოლიციის მანქანა" - გლდანში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

"ისმოდა სროლის ხმა. დაცხრილულია საპატრულო პოლიციის მანქანა" - გლდანში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, რის შემდეგად ცეცხლი გახსნეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

"ისმოდა სროლის ხმა. დაცხრილულია საპატრულო პოლიციის მანქანა", - აცხადებს თვითმხილველი.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის შსს-ში გადამოწმებას ცდილობს.

შემთხვევა გლდანის მე-6 მიკრორაინში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"