"თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა" - რას ამბობენ შსს-ში გლდანში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაზე? - კვირის პალიტრა

"თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა" - რას ამბობენ შსს-ში გლდანში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისას, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა.

"იყო ყაჩაღობა. მოხდა გასროლა, არავინ დაშავებულა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში, თუმცა უწყებაში სხვა კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, რის შემდეგად ცეცხლი გახსნეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

შემთხვევა გლდანის მე-6 მიკრორაიონში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"