"ორმხრივი სროლა დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა" - რას ამბობენ თვითმხილველები "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაზე - კვირის პალიტრა

"ორმხრივი სროლა დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა" - რას ამბობენ თვითმხილველები "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაზე

თვითმხილველის განცხადებით, გლდანში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

"დაცვის პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის ორმხრივი სროლა დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა, - განაცხადა თვითმხილველმა.

არსებული ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, რის შემდეგაც მათ დაცვის პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ჩაცხრილულია პოლიციის მანქანის უკანა საქარე მინა.

თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"