ორმხრივი სროლა, 3 თავდამსხმელი და დაყაჩაღებული "საქართველო ბანკი" გლდანში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან - კვირის პალიტრა

ორმხრივი სროლა, 3 თავდამსხმელი და დაყაჩაღებული "საქართველო ბანკი" გლდანში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების და გასროლის შემდეგ, თავდამსხმელები მიიმალნენ. მათივე ცნობით, ბანკს თავს 3 პირი დაესხა.

ამასთან, საუბარია ვერცხლისფერ "სუბარუზე", რომლითაც, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ტერიტორია დატოვეს.

ამ დროისთვის გლდანში, მე-6 მიკრორაინში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი.

გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები. ბანკის ტერიტორიაზე 10-მდე ტყვიის მასრა ყრია.

შემოსაზღვრულია როგორც დაცვის პოლიციის მანქანა, რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, ისე ადგილობრივების რამდენიმე მანქანა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გთავაზობთ ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან.

ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი

იხილეთ ასევე: "გოგონა შეყვარებულთან ერთად მანქანით იყო, როცა თავდამსხმელებმა მანქანიანად გაიტაცეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების საქმეზე?

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო