დაუდასტურებელი ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელებს მძევალი ჰყავთ აყვანილი - კვირის პალიტრა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელებს მძევალი ჰყავთ აყვანილი

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელებს მძევალი ჰყავთ აყვანილი.

აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფი პირები საუბრობენ და როგორც განმარტავენ, ნიღბიანმა პირებმა ტერიტორიის დატოვებს სწორედ მძევლის გამო მოახერხეს.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყების განმარტებით, "ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ".

თავის მხრივ, გლდანში, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისას, თავმდამსხმელებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი სროლისას, თვითმხილველებმა 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს.

"მეზობელი ვარ, კორპუსში ვცხოვრობ, სროლის ხმა გავიგონე. ოჯახში თქვეს, "ხლაპუშკები" არისო, მერე მოვიდა პოლიცია. თითქმის, 7-10-ჯერ გაისროლეს", - განაცხადა თვითმხილველმა.

არსებული იფნორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში რამდენიმე ნიღბიანი 3 პირი შეიჭრა, რის შემდეგაც მათ დაცვის პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ჩაცხრილულია პოლიციის მანქანის უკანა საქარე მინა.

თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"