მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე მაღაზია გაქურდეს - კვირის პალიტრა

მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე მაღაზია გაქურდეს

თბილისში, მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე მაღაზია გაქურდეს.

მომხდართან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრენიუსისთვის" გახდა ცნობილი, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფრომაციით, წაღებულია ტანსაცმელი. მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, დანაშაული არასრულწლოვნის ჩადენილი იყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, საქმის ძიება სისხლის სამათლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"