"ჩამეძინა და გზის სავალი ნაწილიდან გადავედი, რა დროსაც სოფლის ტრაფარეტს შევეჯახე" - ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა - კვირის პალიტრა

"ჩამეძინა და გზის სავალი ნაწილიდან გადავედი, რა დროსაც სოფლის ტრაფარეტს შევეჯახე" - ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა

"ჩამეძინა და გზის სავალი ნაწილიდან გადავედი, რა დროსაც სოფლის ტრაფარეტს შევეჯახე" - ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა

გორთან, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახალციხიდან თბილისისკენ მომავალი "ფორდ ტრანზიტის" მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ერთ-ერთი დაშავებულის თქმით, მას საჭესთან ჩაეძინა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.

"მე და ჩემი მეწყვილე ახალციხიდან ვბრუნდებოდით დისტრიბუციის კუთვნილი "ფორდ ტრანზიტის" მარკის მიკროავტობუსით. როდესაც გორს მივუახლოვდით, სოფელ ტინისხიდთან ჩამეძინა და გზის სავალი ნაწილიდან გადავედი, რა დროსაც სოფლის ტრაფარეტს შევეჯახე. მიკროავტობუსი გადაბრუნდა, მეტი არაფერი მახსოვს", - აცხადებს დაშავებული.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო