გლდანში "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

გლდანში "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლომ გლდანში "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებულ პირებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განუსაზღვრა.

დაცვის მხარე ორივე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში 20 ათასი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 30 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

წინასასამართლო სხდომა 2 მაისს დაინიშნა.