ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული - კვირის პალიტრა

ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული

ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები სახლში ჩხრეკას აწარმოებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ქალბატონი ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.