ვინ არიან გლ­დან­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ახალგაზრდები - კვირის პალიტრა

ვინ არიან გლ­დან­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ახალგაზრდები

გლდანში "საქართველოს ბანკზე" მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

8 მარტს მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულები არიან წარსულში ნასამართლევი 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომელთაც ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინათ.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 1998 წელს დაბადებული ნიკა ქარსელაძეა, რომელიც წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ასევე, წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევია 1999 წელს დაბადებული კახა გამხუაშვილი მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გაგრძელება