"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელებმა დაახლოებით, 8 100 ევრო, 13 ათასი დოლარი და 10 ათასი ლარი წაიღეს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელებმა დაახლოებით, 8 100 ევრო, 13 ათასი დოლარი და 10 ათასი ლარი წაიღეს"

მთელი ღამის განმავლობაში ბრალდებულები დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული. სწორედ ასე შეძლეს ბრალდებულთა ამოცნობა, - ამის შესახებ "საქართველოს ბანკზე" დაყაჩაღების საქმის პროკურორმა ირაკლი გულდედავამ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება გატაცებულ თანხას, პროკურორის თქმით, მიახლოებითი თანხა რაც ბრალდებულებმა გაიტაცეს არის - 8 100 ევრო, 13 000 დოლარი და 10 ათასი ლარი.

"ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა ორივე ბრალდებულის მიმართ და სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა გაიზიარა. სასამართლოში ჩვენ წარვადგინეთ გამოკითხვის ოქმები, ასევე არაერთი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები.

დაცვის მხარე ცდილობდა სასამართლო შეეყვანა შეცდომაში. ერთ-ერთ დაზარალებულს მას შემდეგ ჩამოაფარეს თავზე მაისური, რაც უკვე ბანკზე თავდასხმისთვის წავიდნენ. მანამდე მთელი ღამის განმავლობაში დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულის განმარტებით, ავტომობილში მოიხსნა ნიღაბი. სწორედ ასე შეძლეს მისი იდენტიფიცირება. თანხის ზუსტ ოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა დაახლოებით 8100 ევრო, 13 ათასი დოლარი და 10 ათასი ლარია წაღებული", - განაცხადა პროკურორმა.

იხილეთ ასევე: ვინ არიან გლდანში "საქართველოს ბანკზე" მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ახალგაზრდები

"ინტერპრესნიუსი"