აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იყო დაკავებული", თავი მოიკლა.

"2019 წლის 10 მარტს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია დააკავეს, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი. ის გადაყვანილი იყო სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში. ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. გამოძახებული იყო სამედიცინო პერსონალი, თუმცა ირაკლი კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა", -
ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარესთვის ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადაცემის საკითხი წყდება. მომხდარის გარემოებების გამოძიებას კი რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ.~

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?