"რო­დე­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, მისი ფე­ხ­მძი­მე მე­უღ­ლე ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე იმყო­ფებოდა" - ვინ იყო ავარიისას დაღუპული 25 წლის ბიჭი? - კვირის პალიტრა

"რო­დე­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, მისი ფე­ხ­მძი­მე მე­უღ­ლე ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე იმყო­ფებოდა" - ვინ იყო ავარიისას დაღუპული 25 წლის ბიჭი?

ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი მ.ნ. კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც კლინიკა "მედალფას" დირექტორმა დავით მდინარაძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 - ე მუხლით მიმდინარეობს.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის მამუკა ნაცვალაძეა. იგი კომპანია "სოკარის", ოზურგეთის ფილიალში მუშაობდა. ნაცვალაძე რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. ის და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებოდნენ.

"შუადღით შესვენებაზე გავიდა და ქუჩაში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სავარაუდოდ, ავტომობილის საჭესთან ქალბატონი იჯდა. მამუკას ახალგაზრდა, ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს მისი ფეხძიმე მეუღლე ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და მისი ქმარი გარდაცვლილი იქ ნახა, მანამდე მომხდარის შესახებ არ იცოდა... გაგრძელება