ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან 53 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი მშენებარე კორპუსში მუშა იყო. შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.