"ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე ღარი აქვს რაღაც ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა"
"ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე ღარი აქვს რაღაც ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა"
ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე სტრანგულაციური ღარი აქვს რაღაც ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა. აღებულია ქსოვილოვანი მასალა, გაგზავნილია ლაბორატიორიაში კვლევისთვის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ცენტრ "ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მათი ცენტრი კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა.

"ვინაიდან, ფაქტი ირაკლი კვარაცხელიას პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მოხდა,დადგინდება, იყო ეს თვითმკვლელობა თუ სხვა რამ. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან მათ მიერ ოკუპირებულ ტერიოტირიაზე
მოხდა ეს მძიმე ფაქტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობა უნდა ვივარაუდოთ, რამაც ის თუნდაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ცენტრი "ემპათია“ კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზას ჩაატარებს სისხლის სამართლის ყველა მასალის და ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით. ამის შემდეგ უკვე გამოიკვეთება რა და როგორ იყო“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა
უკვე ჩაუტარდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელსაც ცენტრ "ემპათიას“ ექსპერტი ესწრებოდა. თავად "ემპათია“ კომპელქსურ ექსპერტიზას დამოუკიდებლად ჩაატარებს.

28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს - აღენიშნება თუ არა ცხედარს დაზიანებები?
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, „ხორავას ქუჩის“ საქმეში იკვეთება თუ არა სამოხელეო დანაშაული?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, „ხორავას ქუჩის“ საქმეში იკვეთება თუ არა სამოხელეო დანაშაული?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები