"ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე ღარი აქვს რაღაც ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე ღარი აქვს რაღაც ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა"

ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე სტრანგულაციური ღარი აქვს რაღაც ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა. აღებულია ქსოვილოვანი მასალა, გაგზავნილია ლაბორატიორიაში კვლევისთვის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ცენტრ "ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მათი ცენტრი კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა.

"ვინაიდან, ფაქტი ირაკლი კვარაცხელიას პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მოხდა,დადგინდება, იყო ეს თვითმკვლელობა თუ სხვა რამ. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან მათ მიერ ოკუპირებულ ტერიოტირიაზე მოხდა ეს მძიმე ფაქტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობა უნდა ვივარაუდოთ, რამაც ის თუნდაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ცენტრი "ემპათია“ კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზას ჩაატარებს სისხლის სამართლის ყველა მასალის და ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით. ამის შემდეგ უკვე გამოიკვეთება რა და როგორ იყო“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელსაც ცენტრ "ემპათიას“ ექსპერტი ესწრებოდა. თავად "ემპათია“ კომპელქსურ ექსპერტიზას დამოუკიდებლად ჩაატარებს.

28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს - აღენიშნება თუ არა ცხედარს დაზიანებები?