სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არ ადასტურებს - რას ამბობენ უწყებაში? - კვირის პალიტრა

სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არ ადასტურებს - რას ამბობენ უწყებაში?

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. გავრცელებულ ინფორმაციაზე სუს-მა კომენტარი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გააკეთა.

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - განაცხადეს სუს-ში.

იხილეთ ასევე: სოფელ ხურვალეთის განაპირას, შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ

"ინტერპრესნიუსი"