"დის გადასარჩენად თავს არ ვზოგავდი და თავადაც ამ ჭაობში ჩავიძირე"
"დის გადასარჩენად თავს არ ვზოგავდი და თავადაც ამ ჭაობში ჩავიძირე"
"თავს მოვიკლავდი, მაგრამ დედა მეცო­დება", - ეს მესიჯი სამსახურში დისგან მიიღო. მერე ერთიმეორის მიყოლებით მოსული ტექსტური შეტყობინებები წაიკითხა და იმ დღეს პირველად გაიგო, რომ მის უმცროს დას ათასობით დოლარი ვალი ჰქონდა... უარესი კი წინ ელოდა, ის თამაშდამოკიდებული იყო. ბევრი იბრძოლა, რომ გადაერჩინა - ფსიქოლოგთან იარეს, სახლშიც ჩაიკეტნენ, ინტერნეტიც გამორთეს და ტელეფონიც გადააგდეს. არ გაჭრა... შემდეგი ნაბიჯი არტთერაპია იყო: სცადეს ხატვა, მინანქარზე მუშაობა, დღიურების წერა, ლაშქრობებში სიარული, წავიდნენ მონასტერშიც, თუმცა ყველა
მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... ერთ დღესაც კი უფროსმა დამ თავა­დაც ითამაშა... პირველი შოკის შემდეგ...

34 წლის რუსა იხსენებს: - ჩემი დის მესიჯები რომ წავიკითხე, მეგონა, გავგიჟ­დებოდი. დავურეკე. არ პასუხობდა. გიჟივით ვაჭერდი ღილაკს, ალბათ, 100-ჯერ მაინც დავურეკე. მერე მივწერე, აუცილებლად მიპასუხე-მეთქი. გავიდა ერთი საათი, მაგრამ არ მიპასუხა.
შემდეგ მის დაქალებს ჩამოვურეკე. ყველა შეშფოთებული იყო, არც ჩვენ გვპასუხობსო. სანამ ტაქსით მის სახლამდე მივედი, კიდევ უამრავი მესიჯი მივწერე, გემუდარები, ოღონდ თავს არაფერი დაუშავო და ვალების გასტუმრებაში დაგეხმარები-მეთქი...

რამდენიმე წლის წინ მამამ მოიკლა თავი. მაშინ მოზარდები ვიყავით და ძალ­იან­ მძიმედ გადავიტანეთ - თითქოს მომხდა­რში თავს ვიდანაშაულებდით. მას შემდეგ წლები გავიდა...

დედა ამერიკაში ცხოვრობს­ და იქიდან გვეხმარება. ბოლო დროს თითქოს ყველაფერი დალაგდა. მე ორი შვილი მყავს, მაგრამ ქმარს გავშორდი და მეგობარ მამაკაცთან ცხოვრების აწყობაზე ვფიქრობდი, ჩემი დის მესიჯების შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დგებოდა...

ნათიამ კარი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გაგვიღო. სახლში რომ შევედი, გავოგნდი - არც მაცივარი, არც ტელევიზორი, აღარც ავეჯი... ყველაფერი გაუყიდია. ფარდებჩამოფარებულ ოთახში იატაკზე დაგებულ მატრასზე მოკუნტული იწვა. მირეკავენ, ფულს მთხოვენო, შემომტირა. შეშლილი სახე ჰქონდა. სანამ მე სამსახურსა და პირად ცხოვრებაში წარმატებით ვტკბებოდი, დას ყურადღება მოვაკელი და ამასობაში ჭაობში ძალიან ღრმად ჩაძირულა.­ არადა, შეყვარებული ჰყავდა და გათხოვებას აპირებდა.

პირველი შოკის შემდეგ ვთხოვე, დამშვიდდი და ვალები დავიანგარიშოთ-მეთქი. იქ საუბარს აზრი არ ჰქონდა და ჩემთან წამოვიყვანე.
პრობლემის მოგვარებაზე დავიწყეთ ფიქრი. არ მინდოდა მის შეყვარებულს გაეგო, რომ თამაშობდა, დაშორდებოდა და ეს კი უფრო მეტად შეტოპავდა... გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები