7 დღის წინ დაკარგული 25 წლის გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს
7 დღის წინ დაკარგული 25 წლის გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს
7-დღიანი ძებნის შემდეგ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გიგი გეგეჭკორი დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-მ დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. "112"-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00
საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით
ჩამომხრჩვალი იპოვეს", - ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

...
22 მარტი 2019 16:27
გული მტკივა ასეთი ახალგაზრდები რომ კვდებიან და მერე კლავენ
ხატია
16 მარტი 2019 20:26
ძალიან შემეცოდა:(:(:(
Nino
16 მარტი 2019 16:08
Vaime sawkali bichi, mec gavaziare imedi mqonda cocxals ipovidnen.viziareb mwuxarebas. Natelshi amkofos ufalma

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები