6 პირი უცხოელებს მუქარით სთხოვდა თითქოსდა შეკვეთილი მენიუს საზღაურს და ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდა
6 პირი უცხოელებს მუქარით სთხოვდა თითქოსდა შეკვეთილი მენიუს საზღაურს და ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდა
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით, ბათუმში, გამოძალვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 6 პირი დააკავეს: 1994 წელს დაბადებული რ.ბ., 1979 წელს დაბადებული ნ.ო., 1983 წელს დაბადებული რ.ბ., 1985 წელს დაბადებული მ.ი., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული მ.კ. და 1989 წელს დაბადებული მ.ი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბოკვერსა“ და აეროპორტის
ქუჩაზე მდებარე კლუბ „ფაშაში“ მუშაობდა. ისინი, თანამზრახველებთან ერთად, აღნიშნულ დაწესებულებებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს და რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?