"სილა გააწნა თურმე ჯარისკაცს. ჩანს, ეს არ აპატიეს და წამებით მოკლეს"
"სილა გააწნა თურმე ჯარისკაცს. ჩანს, ეს არ აპატიეს და წამებით მოკლეს"
28 წლის ირაკლი კვარაცხელია ოკუპანტების მორიგი მსხვერპლია. ის რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ნაბაკევი-თაგილონის მონაკვეთზე, მდინარე ენგურის ტერიტორიაზე დააკავეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზაში გადაიყვანეს, სადაც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ მის ახლობლებს.

არიან თვითმხილველებიც, რომლებიც ირაკლი კვარაცხელიას დაკავებას შეესწრნენ. "ვხედავდი, როგორ დაიჭირეს საწყალი ბიჭი. ცოტა ნასვამიც იყო და რუსებს შეეკამათა. ამის შემდეგ მანქანით წაიყვანეს. ნაბაკევის რუსულ ბაზაში
გარდაიცვალა, რადგან საავადმყოფოდან პირველადი დახმარების გასაწევად ექთანები წაიყვანეს. იქ ხალხს ხშირად სცემენ. შემოაკვდათ და ახლა იგონებენ, რომ თავი ჩამოიხრჩო",
- ამბობს თვითმხილველი. ერთ-ერთი ვერსიით, ის დაკითხვისას ელექტროშოკით აწამეს და ნაწამებს გული გაუსკდა. ცხედარს ექსპერტიზა სოხუმში ჩაუტარდა, ამის შემდეგ გადმოსცეს ის ქართულ მხარეს. ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის
ბიუროში გაგრძელდა.

გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა ირაკლის ნახევარძმა, პაატა უზარაშვილი. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"ირაკლის წარბზე ნახეთქი ჭრილობა აქვს, თვალები და ყურის არე ჩალურჯებული, კუჭის თავი გაშავებულია, ეტყობა, დიდხანს ურტყეს, ღვიძლისა და საშარდე ბუშტის არეები - სულ დალურჯებული. ბეჭი დანით ჩაჭრილივით აქვს, კისერზე ჭრილობა, ხერხემლის არე, ფეხები დალილავებული... ნაწამებია ჩემი ძმა, ის თავს არ მოიკლავდა, პირიქით, სულ ამბობდა, ეს ხომ ღვთის უარყოფაა და ვლოცულობ, რომ დედაჩემი მიიღონ სასუფეველშიო.

ეტყობა, იმ დღესაც სამუშაოდ გადადიოდა და დაუკავებიათ. კონფლიქტი მოსვლია. როგორც მითხრეს, სილა გააწნა თურმე ჯარისკაცს. ჩანს, ეს არ აპატიეს და წამებით მოკლეს. "სასწრაფო" რომ მისულა ბაზაში, უკვე მკვდარი ყოფილა. თვითმხილველები არიან, მაგრამ ვინ ამოიღებს ხმას, ყველას აფრთხილებენ, ხმა არ ამოიღოთო.

ირაკლის 9 წლის გოგო დარჩა. ჩვენ, ყველანი, დევნილები ვართ, არავის არაფერი გაგვაჩნია. ამდენი წელია მდგმურად ვარ, სახელმწიფოსგან არაფერი მიმიღია. ვთხოვ სახელმწიფოს, ბავშვს მაინც მისცეს ჭერი".

ავთანდილ ბოლქვაძე
25 მარტი 2019 11:28
ძაღლურად ყოფას, კაცური სიკვდილი არჩია!
არ დაუხარა თავი და არ დაამცირებინა ქართველობა და ქართული ღირსება, უღირს ოკუპანტებს!
ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი სული!..
მარიამი
19 მარტი 2019 14:33
ვაჟკაცი ყოფილა, ზეციურ საქართველოში დახვდებიან გმირი ქართველები, ზვიადაურივით მოკლეს.
soxumeli veterani
18 მარტი 2019 20:17
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა